logo
ENG


ზელენსკი: ვემზადებით შემდეგი აქტიური ნაბიჯებისთვის, გამარჯვებას ვაახლოებთ
  • 530ნახვები

400 დღე. ფართომასშტაბიანი აგრესიისგან ჩვენ თავდაცვის 400 დღე. ეს კოლოსალური გზაა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ყველა ერთად - თითოეული ადამიანი, რომელიც იბრძოდა და ახლაც იბრძვის უკრაინისთვის. ვინც ზრუნავდა და ზრუნავს სახელმწიფოზე და უკრაინელებზე. ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენს ლოგისტიკას. ვინც ამაგრებდა და ამაგრებს უკრაინულ სიმტკიცეს. უკრაინამ გამოიარა თებერვლის ყველაზე საშინელი დღეები. ეს ზამთარიც გადაიტანა... კოლოსალური ძალისხმევის შედეგად. ჩვენ გამოვიარეთ შარშანდელი გაზაფხული, რომელმაც ომის მიმდინარეობა შეცვალა ჩვენი თავდაცვის სასარგებლოდ. გასულ ზაფხულს და შემოდგომას დავამტკიცეთ, რომ გაზაფხულში ჩვენი ჩრდილოეთის რეგიონების გათავისუფლება არ იყო შემთხვევითი. კიევის, ჩერნიჰივისთვის, სუმისთის ბრძოლა... ხარკივის რაიონების დაბრუნება, ხერსონის დაბრუნება, ბახმუტისა და დომბასის დაცვა - ეს უკრაინელების გმირობაა, რომელსაც მსოფლიო არ დაივიწყებს. ჩვენ ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, აქტიური ქმედებებისთვის. ჩვენ გამარჯვებას ვაახლოებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მალე დადგეს დღე, როცა შევძლებ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი გამარჯვებისთვის, ძვირფასო უკრაინელებო

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა