logo
ENG


ზურაბიშვილი: დემოკრატიის ქვაკუთხედის - ინსტიტუტების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა
  • 360ნახვები

ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია ერთხმად ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით. ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედს გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები: მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და შემდეგ ახლად შექმნის, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებების შეტანის და ბოლოს უცხოელი აგენტების კანონი - ეს ყველაფერი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.

 

 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა