logo
ENG


ზურაბიშვილი: ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე, ერთ ენაზე საუბრობენ
  • 539ნახვები

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.

ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე, ერთ ენაზე საუბრობენ. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ, თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი თითქოს ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით.

ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვის გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება - ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენი პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე.

მიმართა ქართულ ოცნებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა