logo
ENG


სანდუ: ყველა დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოძიებული და დასჯილი
მაია სანდუ
01 აპრ, 2023 13:14
სანდუ: ყველა დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოძიებული და დასჯილი
  • 512ნახვები

არ გვინდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, რომელსაც ყაჩაღები მართავენ. დღეს აქ ვართ, რომ მსოფლიოს შევახსენოთ რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სისასტიკე. ჩვენ მტკიცე ვალდებულება ავიღეთ, რადგან მხარს ვუჭერთ ბუჩის დეკლარაციას, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას. ყველა ეს სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოძიებული და დასჯილი.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები. მათთან ერთად გმირების ქალაქში ვიზიტის შემდეგ, ლიდერებმა პირისპირი მოლაპარაკებები გამართეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა