logo
ENG


ღუდუშაური: ცეცხლს ეთამაშებით, სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, საკადრის პასუხს მიიღებთ
  • 686ნახვები

ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს [...]

პოლიციელზე ბედავენ და ასეთი სახის, მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი და მოლოტივის კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს უნდა წვავდნენ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი იქნება შეუვალი.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. 7-9 მარტის აქციების მონაწილის დაკავებამ და მისთვის პატიმრობის შეფარდებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. შსს ამტკიცებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აქციებზე პოლიციას ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მას "ორიენტაციაარეული" უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა