logo
ENG


პრემიერი: აშშ-ში 4 ადამიანი ადგილზე მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, პოლიციას ცეცხლი გაუხსნან
  • 515ნახვები

საერთოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, შევახსენო ყველას, მაგალითად აშშ-ში რაც მოხდა, კაპიტოლიუმში თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს, რომლებიც შეიჭრნენ კონგრესის შენობაში, ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ არ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ამას ჩვენ არ ვიზამთ.

ამერიკაში შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, ხედავთ, რაც ხდება ევროპაში, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის, ჩვენ ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ქვებს რომ უშენენ პოლიციას, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება და კიდევ ვიმეორებ, კანონი აღსრულდება ყველას მიმართ და ჩვენ არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია და არც არავინ არ დაისჯება.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა