logo
ENG


იოზვიაკი: საქართველო, სავარაუდოდ, მიიღებს სტატუსს, მაგრამ მოგიწევთ ბევრი დავალების შესრულება
  • 1146ნახვები

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დაბალსავარაუდოა, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, მაგრამ მათ [ევროკომისიას] სურთ იხილონ პროგრესი, სურთ იხილონ სწრაფვა ევროკავშირისკენ. შესაბამისად, სამივე მთავრობასთან აქვთ იმის მოლოდინი, რომ რაც შეიძლება დაუახლოვდნენ ევროკავშირის პერსპექტივას და შემდგომ უკვე გაუწევენ რეკომენდაციას სხვადასხვა რაღაცას სამივე ქვეყნისათვის. ასევე, ფაქტია, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელია წინა ნაბიჯების გადადგმა.

საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს მიიღებს სავარაუდოდ ეს ქვეყანა, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანის და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე. ეს ასპექტები უნდა გვახსოვდეს, იგივე ხდება უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. ისინიც შეიძლება ჩაერთონ გაწევრიანების მოლაპარაკებებში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი შეასრულებენ უფრო მეტ რეკომენდაციებს ან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა შესრულებული, გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სიმბოლური აქტი იმიტომ, რომ ბოსნიამაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას ჰქონდა ძალიან ცუდი ანგარიში. ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსს თავისი ღირებულება დაეკარგა იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითქმის ავტომატურად ენიჭება სტატუსი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

ამბობს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი გადაცემა კომენტარში. მანამდე, მან Twitter-ზე დაწერა, რომ წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.



ასევე ნახეთ
close დახურვა