logo
ENG


მაჭარაშვილი გრიგორიადისზე: ოპოზიცია ხელს უშლის, საკუთარი უფლებით ისარგებლოს პენიტენციურში
  • 296ნახვები

აბსოლუტურად იდენტიფიცირებადია ის უკანონო ქმედებები, რაც ამ ადამიანმა [ლაზარე გრიგორიადისმა] ჩაიდინა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნუ შეეცდება ახლა რადიკალური ოპოზიცია იმას, რომ ისედაც განულებული რეიტინგი კიდევ მინუსებში წაიღოს და იმ ადამიანმა ისარგებლა, როგორც ჩანს, თავის უფლებით, რაც აქვს იქ. არ ვიცი, ეს საპარიკმახეროს უფლებაა თუ ნებისმიერი და ახლა აქედან ესენი უშლიან იმას, რომ იმ უფლებით ისარგებლოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელი უფლებაც ისედაც აქვს. ჯერ კარგად გაერკვნენ და ამის შემდგომ გააკეთონ განცხადებები.

განაცხადა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა და ე.წ. "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

გუშინ, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა განაცხადა, რომ გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა