logo
ENG


ხოშტარია: ევროპული არჩევანის დაცვა გადის ლაზარეს დაცვაზე - ვიმუშავებთ დიდ, მძლავრ აქციაზე
  • 712ნახვები

რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ლაზარე. ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება. ეს არ არის უბრალოდ ცალკე აღებული უკანონო პოლიტიზებული საქმე. ეს არის გამიზნულად მიმართული ევროპული არჩევანის წინააღმდეგ ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი, პოლიტიზებული და უნამუსო კამპანია ამ ადამიანის წინააღმდეგ.

ამიტომ, ჩვენ ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და ლაზარემ მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც ის იმსახურებს ყველასგან.

გვიხარია, რომ არაერთმა ჯგუფმა გააკეთა არაერთი საპროტესტო აქცია და შევუერთდები აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დასაცავად იქნება მიმართული.

ვიმუშავებთ ძალიან ფართომასშტაბიან, დიდ, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსების საკითხია ლაზარეს და ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც 7-9 მარტს იცავდა ქართულ ევროპულ არჩევანს. ჩვენ გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომელიც დღეს ცდილობს, რომ მისი ღირსება შელახოს. პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს იმიტომ, რომ ეს არის ცალკე აღებული პარტიული საკითხი.

თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტრიამ. 

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა