logo
ENG


ბუჩუკური: ველოდები, კობახიძე და მისთანანი ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინშიკს
ანა ბუჩუკური
06 აპრ, 2023 12:12
ბუჩუკური: ველოდები, კობახიძე და მისთანანი ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინშიკს
  • 812ნახვები

პარადოქსია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძემ უკვე მეორე ხელისუფლებას მართლაც რომ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ულტიმატუმებით საუბარს, ირაკლი კობახიძეს ურჩევნია დაფიქრდეს იმაზე, საკუთარი შვილების მომავალს რას უკეთებს. სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - ახლა ველოდები, კობახიძე და მისთანანი ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინშიკს მაგალითად.

ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური.   5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.



ასევე ნახეთ
close დახურვა