logo
ENG


ოხანაშვილი სანქციებზე: ნათელი უნდა მოეფინოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული
  • 591ნახვები

რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არაფერში არავის არ წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე.

უსამართლობა არის ძალიან მძიმე რამ, როდესაც ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ამასთან დაკავშირებით რაღაც ბრალი წაუყენო... რასთან გვაქვს საქმე, ყველას გვაინტერესებს.

ამბობს იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა