logo
ENG


ხაბეიშვილი: ქვეყანა დასაცავია პროპუტინისტი მურუსიძისა და მისნაირი მოღალატეებისგან
  • 724ნახვები

კლასიკური საქართველოს მოღალატე, გარუსებული მურუსიძის ისტერიკა მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში. რუსულ სტილში, დასავლეთზე თავდასხმითა და კრემლის პროპაგანდის შესაბამისი ტექსტებით. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა მურუსიძემ, რომ არის კრემლის წარმომადგენელი საქართველოს სასამართლოს სისტემაში. ყველა მისი სიტყვა, წინადადებათა წყობა იყო ანტისახელმწიფოებრივი, რუსული, პუტინისტური და გაზავებული სალავიოვ - სიმონიანის მესიჯებით.

საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან... ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის სურვილს - გავხდეთ ევროკავშირის წევრები! 9 აპრილს, 17:00 საათზე ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ, სანამ საქართველოს არ გავიყვანთ სამშვიდობოს და არ შევიყვანთ ევროკავშირში.

აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება სურს.



ასევე ნახეთ
close დახურვა