logo
ENG


უგულავა ქომინსის არშემოშვებაზე: თავის ჭკუით, პასუხი გასცეს მოსამართლეთა კლანის სანქცირებას
გიგი უგულავა
06 აპრ, 2023 20:57
უგულავა ქომინსის არშემოშვებაზე: თავის ჭკუით, პასუხი გასცეს მოსამართლეთა კლანის სანქცირებას
  • 1099ნახვები

დღეს ივანიშვილმა ლილუაშვილის ხელით ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ - პოლიტიკურად, გამიზნულად არ შემოუშვა ქვეყანაში აშშ მოქალაქე. უარესი! დადგეს სპექტაკლი - ნდობის ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში, რის შემდეგ მარად უტყვი ლილუაშვილი პასუხობს სახელისუფლებო ტელევიზიის დასმულ შეკითხვას. ამით, თავის ჭკუით, პასუხი გასცეს აშშ გუშინდელ მოსამართლეთა კლანის დასანქცირებას.

ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა!

ესაა უკვე ბელორუსი!

 

აცხადებს გიგი უგულავა აშშ-ის მოქალაქის, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტი მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვებაზე. 

სუს-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

ლილუაშვილის თქმით, აშშ-ის მოქალაქის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა