logo
ENG


მურუსიძე: მინდა პრემიერი ჩავაყენო საქმის კურსში - რაც ხდება სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს
  • 424ნახვები

მერწმუნეთ, რომ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს ამერიკის საელჩო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ კორუფციაში გახვეული, მე კი შემიძლია დავადასტურო, რომ იყო ზეწოლა... მე ვფიქრობ, რომ როდესაც როდესაც საკითხი ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერმინისტრი, რომელიც არის მთავარი ფიგურა საქართველოში და სახელმწიფოს მეთაური, ის უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულების სისტემას, რა გამოწვევები არსებობს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან, რა ხორციელდებოდა. ამის საქმის კურსში აუცილებლად მინდა, ჩავაყენო, თუ გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ, გვინდა და მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდება საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

 

განაცხადა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა