logo
ENG


მდინარაძე აშშ-ზე: რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით, მეგობარს უნდა ვუთხრათ, რა არის სიმართლე
  • 607ნახვები

ასეთი ლოგიკა არის დამაზიანებელი, ჩემი აზრით ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება იყო  საქართველოში შიგნით ჩვენი მეგობრების მხრიდან გახმოვანებული მესიჯების მიმართ მაშინ, როდესაც ე.წ რუსულ კანონზე - სინამდვილეში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, იყო საუბარი. Fake კამპანია, საუკუნის აფიორა, რომელიც დალაგდა ქვეყნის შიგნით, შიდა აქტორების მხრიდან, რომლებმაც რამდენიმე ათეულობით თუ ასეულობით ათასი გამეორება მოახერხეს ამ ცრუ კამპანიის სათაურის - სცადეს დარქმევა რუსული კანონის, იმ კანონზე რომელიც მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, დაინიცირებულია ბევრ ქვეყანაში, EPP  აინიცირებს და ა.შ. ის რაც იმ ქვეყნებში არის ამერიკული, მხოლოდ საქართველოში "აღმოჩნდა" რუსული.

მაშინაც, ჩვენი მეგობრების მხრიდან ვნახეთ ამ ნარატივის მხარდამჭერი განცხადებები, რაც ძალიან სამწუხაროა და ერთადერთი ბოლო არგუმენტი, რაც ისმოდა თქვენი მხრიდან, საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდანაც კი, რომლებიც დარწმუნდნენ იმაში, რასაც მათ ატყუებდნენ, რომ მაშინ რატომ ამბობს ამერიკელი ამერიკულ კანონზე, რომ ეს არის რუსული? და აქ  პასუხიც კი შეიძლება აღარ გქონდეს. მათივე ლოგიკით, როდესაც ამერიკელი ამერიკულ კანონზე ამბობს რომ არის რუსული მაშინ რატომ უნდა ამბობდეს? ესე იგი მართლა რუსულია. აი ამ ლოგიკას არ უნდა ჩავყვეთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავარჩიოთ მტერი და მოყვარე, უნდა გავარჩიოთ მეგობარი და არამეგობარი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვუთხრათ მეგობარს, რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით თუ წონით ამ მეგობრის წინაშე და მასთან შედარებით - რა არის სიმართლე და რა არის არასწორი ინფორმაცია და უნდა მივაქციოთ ყურადღება ვინ რას ამბობს და არა მხოლოდ იმას, ვინ ამბობს.

 

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი უნდა ჰქონდეს აშშ-ს სანქციების დაწესებით თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა