ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე... არამხოლოდ [აშშ-სგან], არის სხვადასხვა სუბიექტი, რომელიც ასეთ რაღაცებს ითხოვს... ნაცებს 2004-2012 წლებში ჰქონდათ კონტროლი, უფრო მეტიც, რაღაც წლები მერეც ჰქონდათ გარკვეული კონტროლი. 2015 თუ 2016 წელს დაკარგეს საბოლოოდ კონტროლი ნაციონალებმა სასამართლოზე... ზუსტად 2016-2017 წლებიდან იწყება ეს სტიგმატიზაცია, კლანის ტერმინის გამოყენება და ეს მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ერთადერთი მიზნით - ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნება სასამართლოზე, რასაც ვერ დავუშვებთ
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.