logo
ENG


იოსელიანი 9 აპრილზე: ეს არის ერთდროულად მწუხარებისა და სიამაყის დღე
  • 566ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ძალიან დიდი სისხლის ფასად, ჩვენი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ეს არის ერთდროულად მწუხარების და სიამაყის დღე. უფრო მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას გადავცეთ ამ დღის მნიშვნელობა, იცოდნენ, რა დაუჯდა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვება და ყოველთვის ახსოვდეთ იმ გმირების სახელები, რომლებიც აქ, რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ და ვისი სისხლითაც ჩვენ მივიღეთ უკვე თავისუფლება.

განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდი.



ასევე ნახეთ
close დახურვა