logo
ENG


ზელენსკი: რაც მეტს გაიგებს მსოფლიო რუსულ აგრესიაზე, მით უფრო სწრაფად დაბრუნდება მშვიდობა
  • 829ნახვები

ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით აქ, უკრაინაში, აქტუალურია ყველა ერისთვის, მიუხედავად იმისა, გეოგრაფიულად შორს არიან თუ არა ჩვენი ხალხისგან. ყველა აფასებს უსაფრთხოებას და დაცვას ტერორისგან.

არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც სიამოვნებით მიიღებს იმას, რაც რუსულმა ოკუპაციამ მოიტანა - რუსული საკონცენტრაციო ბანაკები, ჩვენი შვილების დეპორტაცია, ქალების გაუპატიურება, ქალაქების გადაწვა...

რაც უფრო მეტს გაიგებს მსოფლიო რუსული აგრესიის შესახებ, მით უფრო სწრაფად დამარცხდება აგრესორი და დაბრუნდება მშვიდობა. დაუბრუნდება არა მხოლოდ უკრაინას - დაუბრუნდება ყველას, მსოფლიოში.

დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! მადლობა ყველა პარტნიორს პოტენციური დახმარებისთვის! დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა