logo
ENG


კრამერი სანქციებზე: იმედს ვიტოვებ, EU მიყვება ამ მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს
  • 954ნახვები

ეს გახლავთ საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უკმაყოფილების სიგნალი აშშ-ის მხრიდან. აშშ გრძნობს, რომ ეს 4 ადამიანი ჩართულია ისეთ აქტივობებში, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შედეგად, მათ უარს ეტყვიან აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით ვიზაზე. ვფიქრობ, რომ სხვა ქართველმა მოღვაწეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამ ნაბიჯებს შესაძლოა, სხვა ნაბიჯები მოჰყვეს. შეიძლება, სხვა ადამიანები დაასანქციროს აშშ-მა. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირი მიყვება ამ მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მთავრობამ გაითავისოს, რომ ეს ერთიანი გადაწყვეტილებაა.

[სინქრონული თარგმანი]

განაცხადა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა



ასევე ნახეთ
close დახურვა