logo
ENG


ილია II: ჩვენს საზოგადოებაში მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მკვეთრ პოლარიზებას იწვევს
ილია II
16 აპრ, 2023 00:36
ილია II: ჩვენს საზოგადოებაში მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მკვეთრ პოლარიზებას იწვევს
  • 684ნახვები

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: "თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი". 

წერია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში



ასევე ნახეთ
close დახურვა