logo
ENG


ილია II: ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის - ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის
ილია II
16 აპრ, 2023 00:45
ილია II: ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის - ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის
  • 1100ნახვები

საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, - აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: "მშვიდობა თქვენდა!"

წერია ილია მეორის სააღდგომო ეპიტოლეში



ასევე ნახეთ
close დახურვა