logo
ENG


ლიპავსკი: ბევრი საშინაო დავალება უნდა შეასრულოთ, როცა ეს მოხდება, NATO მზადაა გასაფართოებლად
იან ლიპავსკი
16 აპრ, 2023 22:25
ლიპავსკი: ბევრი საშინაო დავალება უნდა შეასრულოთ, როცა ეს მოხდება, NATO მზადაა გასაფართოებლად
  • 504ნახვები

არის პროგრესი, მაგრამ უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დეტალები, თუ როგორ შესრულდება. რამდენიმე მიმართულება, ნაბიჯი იწვევს შეშფოთებას, მაგრამ მე ძალიან ღია ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან ამ საკითხზე დებატებისას. რეფორმები აუცილებელია როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს შემთხვევაში. თუ ქვეყანა მზად არის რომ შეუერთდეს NATO-ს და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, და თუ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება, NATO მზად არის გაფართოვდეს საკმაოდ სწრაფად. იმედი მაქვს, მალე ალიანს შემოუერთდება შვედეთი. ეს საქართველოსთვის ნიშნავს, რომ "დიახ, შესაძლებელია". საქართველოს აქვს ბევრი საშინაო დავალება შესასრულებელი და როდესაც ეს მოხდება ვფიქრობ, ალიანსი მზადაა გასაფართოებლად. ნათელია ის, რომ სრულიად საქართველოს სურს გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. ასე რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს მზად, შეთანხმებული და არსებობდეს პოლიტიკური კონსენსუსი ძირითად საკითხებზე. რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი დავალებაა მთელი საზოგადოებისთვის და არა კონკრეტული ჯგუფისთვის.

 

განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ფორმულასთან საუბრისას.

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა