logo
ENG


ბრაუდერი კარა-მურზაზე: მისი დანაშაული ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში
ბილ ბრაუდერი
17 აპრ, 2023 14:16
ბრაუდერი კარა-მურზაზე: მისი დანაშაული ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში
  • 774ნახვები

უახლესი ამბავი. ვლადიმირ კარა-მურზა, ოპოზიციის ლიდერი 25 წლით დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით. მისი ნამდვილი დანაშაული ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში. ეს უფრო ხანგრძლივი განაჩენია, ვიდრე სასჯელის მაქსიმუმი, რაც გათვალისწინებულია ტერორიზმისთვის, გაუპატიურების და სხეულის სერიოზული დაზიანებისთვის. შოკისმომგვრელია.

წერს Twitter-ზე მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბრაუდერი.

დღეს რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა