logo
ENG


გოცირიძე: საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ჩაიშლება, თუ ფორმულა დაიხურება
  • 454ნახვები

ბატონმა კეზერაშვილმა გააკეთა სწორი განცხადება გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვნახავთ, რა თქმა უნდა, მისი ნაბიჯი აქციების გადაცემასთან დაკავშირებით იყო ძალიან სწორი და სანამ გამოძიება არ დამთავრებულა, აგაცილათ თქვენ რეპუტაციული ზიანი, მან გადაარჩინა ფორმულა. ყველა საქმე, რაც კეზერაშვილის მიმართ იყო წარმოებული, მიმართული იყო ფორმულას გასაჩერებლად. იმ საქმეებს, რომლებიც 2017 წელს ორჯერ, წარმოგიდგენიათ, საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლოში იგებს ადამიანი, რომელიც არის დევნილი და რომლის წინააღმდეგ იბრძვის მთელი ძალოვანი სტრუქტურები და ხელისუფლება. იგივე საქმე თადუმაძემ 2023-ში შემოაბრუნა და დამთავრდა ამ შედეგით.

თქვენი მდგომარეობა ახლაც არის წკიპზე ჩამოკიდებული, მომენტალურად შეიძლება, უზენაესმა სასამართლომ არ მიიღოს ეს საქმე, უკან დააბრუნოს და ხვალვე შემოვიდეს აქ აღმასრულებელი და მორჩება. ან, შეიძლება, გააჯანჯლოს დეკემბრამდე, ვინაიდან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რა თქმა უნდა, ჩაიშლება, თუ ფორმულა დაიხურება და ხომ იცით, სასამართლო და მედია ეს არის წმინდა ცნებები დასავლური დემოკრატიისთვის.

ამიტომ, ფიქრობენ, მოდით, გავაჯანჯლოთ დეკემბრამდე. კორპორატიზაცია თქვენი, ამ აქციების გადაცემისა, სანამ ეს გადაფორმდება ტექნიკურად, შესაძლებელია, ხვალვე შემოვიდნენ და 51%-ის დაყადაღება დღეს შეიძლება, ხვალ, როცა გადაფორმდება, არ შეიძლება. თუ ამას გააკეთებენ, ეს იმდენად, აშკარად თავხედური ქმედება იქნება და იმდენად პოლიტიკურად ამაზრზენი თავხედობა იქნება, რომ ამას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპატიებს. ახლა არიან ჩავარდნილი დიდ საგონებელში, შემოვიდნენ თქვენი პროცედურული საქმეების დამთავრებამდე, თუ დაემორჩილონ იმას, როგორც იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ ამ აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას.

განაცხადა რომან გოცირიძემ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა