logo
ENG


კობახიძე სტატუსის მონიჭებაზე: ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი 50%-ზე მეტია
  • 754ნახვები

საბოლოო ჯამში, როგორც განვითარდება რეგიონის მასშტაბით მოვლენები, იმის მიხედვით იქნება, პირველ რიგში, მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მაგ დროისთვის ომი უკრაინაში არ იქნება დასრულებული, სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები უწევს მომავალ წელს.

მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება შანსებს, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, მაგრამ მაქვს იმედი საბოლოო ჯამში, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა