logo
ENG


პაპუაშვილი: გაბრალებენ, ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ, ეს მიდგომაა
  • 626ნახვები

როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო - აი, ეს არის მიდგომა. კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობასთან გვაქვს საქმე.

ამ ხალხის, ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები. ქართული ოცნება ხომ ხედავენ, რომ ამ პრეტენზიას აყენებს და ამ კითხვას სვამს - სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც აშშ-ის წარმომადგენლის მიმართ რომ სად არის მტკიცებულებები?

ჩვენ არ ვართ რაღაც რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი უყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ. კორუმპირებულები - აი ამ ტერმინით მოიხსენიებს ის მოქმედ მოსამართლეებს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენს მოქალაქეებს არავინ თვლის ღირსად, წარუდგინოს მტკიცებულებები. ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენა იქნებოდა საკმარისი - ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ბრალდებებთან. ნებისმიერი ეთიკის მინიმალური სტანდარტია - ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუკი მტკიცებულებები არ არის, ესე იგი პრეტენზიას არ აქვს საფუძველი. შესაბამისად, მანამ სანამ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი არის ასეთი ღია თავდასხმები ქართველი მოსამართლეების მიმართ.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებასა და ოპოზიციის ინიციატივაზე, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. 

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა