logo
ENG


პაუერი: აშშ-მა ფართოდ უნდა მიმართოს რესურსები 2024-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებისკენ
  • 461ნახვები

მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა [აშშ-ის სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში], მაგრამ ვიმედოვნებ, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, კანონები რომლებიც ბოლო დროს წარადგინეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

მეორე მხრივ ეს უკან დახევა გვიჩვენებს, სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს და მოქალაქეების ძალას საქართველოში, რომ დასახონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები.

ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსი არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, რომ მათი ხმა იყოს გაგებული. სავარაუდოდ, ჩვენ მოვიცავთ ერთდროულად მოკლევადიან და გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს. ორივე საჭიროა.

 

განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე USAID-ის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესაძლებლობაზე სენატორი ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა