logo
ENG


ზურაბიშვილი: ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის
  • 822ნახვები

ჩვენთვისაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს, სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის, რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა