ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ წავიდეს ამა თუ იმ აქციაზე. იყო ბევრი ადამიანი გუშინ აქციაზე? ეს მათი გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, ვისთვისაც სამშობლო არის უმნიშვნელოვანესი
განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე, უცნობის ორგანიზებით გამართულ სახელისუფლებო აქციაზე საუბრისას.
გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.