logo
ENG


მდინარაძე უცნობის აქციაზე: ადამიანები პატრიოტულ მესიჯებს ახმოვანებდნენ - პატივსაცემია
  • 843ნახვები

მე ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტს უცხადებენ უნდობლობას, ის საქართველოს არჩეული პრეზიდენტია, მათი ლეგიტიმური უფლება იყო, რომ პოზიცია ასე გამოეხატათ. მე ამ პოზიციას პატივს ვცემ. იქ იყო უამრავი ადამიანი, რომლებიც ახმოვანებდნენ პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად დავეთანხმებოდი... იქ ბევრი მოსაზრება იყო გახმოვანებული, რომელიც პატივისცემას იმსახურებს

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

30 აპრილს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები. აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა