არსი პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღეს არის მმართველობაში, სწორედაც ის ფასეულობებია, რაზედაც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა არის პრორუსულობის მაჩვენებელი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, კონკრეტული ადამიანისათვის, ვინც რეალურად ასე ფიქრობს და არა მარტო ადამიანის ტრაგედია, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრების წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია, ტოლერანტობასთან დაკავშირებით, უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ოდესმე გამოხატული და არა მარტო გამოხატული, არამედ საქმიანობაში და კონსტიტუციაშია ეს ასახული და წინა ფლანგზე წამოწეული.
ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოსვლას.
დღეს, 4 მაისს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.