logo
ENG


იურგელევიჩუსი NATO-ზე: სამიტზე იქნება ვადები უკრაინაზე, საქართველოზე პოზიციას ვერ გავიზიარებ
  • 1153ნახვები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის უკრაინის წევრობა NATO-ში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტი ნათელ პასუხს გასცემს ამ კითხვაზე. ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ზუსტად გითხრათ იქნება თუ არა ნათელი მოწვევა ალიანსში გასაწევრიანებლად, მაგრამ ეს არ იქნება ტიპური, არაკონკრეტული დამოკიდებულება, რომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ქვეყანას - უკრაინასაც და ასე შემდეგ...

თუ დავბრუნდებით 2008 წელს, როცა უკრაინას და საქართველოს არ მისცეს ნათელი გზა NATO-სკენ, ასე არ მოხდება ვილნიუსში. [ვილნიუსის სამიტზე] იქნება ნათელი პარამეტრები, ვადები - როდის გაწევრიანდება უკრაინა NATO-ში. ჩემი პირადი აზრია ეს. დღესდღეობით ასეთ კითხვებს პასუხის გარეშე ვერ დატოვებ... სამწუხაროდ, საქართველოსთვის ასეთ ოპტიმისტურ პოზიციას ვერ გავიზიარებ.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დარიუს იურგელევიჩუსმა ირაკლი ტაბლიაშვილის გადაცემაში კონტექსტი. [სინქრონული თარგმანი]

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა