logo
ENG


ლაიენი: კიევი, როგორც უკრაინის დედაქალაქი, დღეს ევროპული ღირებულებების გულისცემაა
  • 526ნახვები

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო აქ, 9 მაისს. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის აღნიშვნის დღეა, რომ გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები და ვალდებულება, დავუტოვოთ უკეთესი მომავალი შემდგომ თაობებს. კიევი, როგორც უკრაინის დედაქალაქი, დღეს ევროპული ღირებულებების გულისცემაა. უკრაინა მამაცურად იცავს ყველაფერს, რასაც ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ, ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. უკრაინა იბრძვის ევროპის იმ იდეალებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ აღვნიშნავთ. რუსეთში პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურა ეს ღირებულებები და ახლა ცდილობენ გაანადგურონ ისინი აქ, უკრაინაში, რადგან მათ ეშინიათ იმ წარმატების, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. იმ მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ. მათ ეშინიათ ევროკავშირისკენ თქვენი გზის, მაგრამ აგრესორი უკვე დრამატულად დამარცხდა.

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან პრესკონფერენციისას.

ევროკომისიის პრეზიდენტი 9 მაისს, ევროპის დღეს კიევში ჩავიდა. ამასთან, მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა.



ასევე ნახეთ
close დახურვა