logo
ENG


წილოსანი ზურაბიშვილზე: ის რასაც მოგვიწოდებს პროვოკაციაზე წამოგებაა
  • 904ნახვები

პრეზიდენტის ბრიფინგიდან, ერთი რაზეც პოზიტიური შემიძლია ვთქვა, ეს არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. ამიტომ, თუ ის ასე ფიქრობს, რომ ეს პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა და პროვოკაციაზე ავარდნა არის ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა, მე ვფიქრობ, რომ არანაირ ჭკუასთან ახლოს არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ აღნიშნულ საკითხს და ამას პროვოკაციად შევაფასებთ, ჩვენი მხრიდან, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას. ბრიფინგი რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის აკრძალვის მოხსნას ეხებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა