ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ისინი იყვნენ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები. სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე, ამ ფონზე შეიძლება, არ გაგვიკვირდეს, რომ დღეს ისინი ჩვენს დემოკრატიულ მდგომარეობას უწოდებენ უკუსვლას ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე. არის აშკარა პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ სენატორს, მათ შორის მათ პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის.
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და USAID-ს საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა სთხოვეს. "მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს", - ამბობენ სენატორები.