logo
ENG


ღარიბაშვილი PES-ზე: უკაცრავად, ასეთები ვართ, თუ უნდათ, რომ აღარ ვიყოთ [წევრი], კარგად იყონ
  • 504ნახვები

ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში 2015 წლიდან ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა, ნუ კარგი გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია, ეს გაერთიანება ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა,  იგივე რეზოლუციები რომ მიიღეს სამარცხვინო და უსამართლო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის...

მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და რა ვიცი, კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსები. და დაგმეს ჩემი მონაწილეობა ორჯერ, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენეო და ეროვნულ-კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე [მონაწილეობა]. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ესეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყონ, წარმატებას ვუსურვებ. ასევე პარტიის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით. იქ არსებობის კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით.

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ. 

ირაკლი კობახიძემ კი დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცენება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა