logo
ENG


ცუცქირიძე: ქართული ოცნება აკეთებს იმას, რომ დაგვამეგობროს როდიონოვის შთამომავლებთან
  • 647ნახვები

საქართველოში არსებობს ძალიან ნათელი წითელი ხაზები, რომელიც ქართულ საზოგადოებას არასდროს გადაუკვეთია და რომლის გადაკვეთასაც ის არასდროს არავის პატიობს და არ აპატიებს არც მომავალში. რა არის ეს წითელი ხაზები: 1 - საქართველოს თავისუფლება. 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ საუკეთესო ახალგაზრდები ამ ქვეყნის. ახლა ქართული ოცნება აკეთებს იმას, რომ დაგვამეგობროს როდიონოვის შთამომავლებთან. ძალიან ნათელი წითელი ხაზია. 2 - ეს არის ღირსება. დღეს, ქართველი ხალხის ეთნიკური წმენდის ჩამდენი ხალხი, თავისუფლების მტრები, ქრისტიანობის მტრები, ნაცისტების და ფაშისტების რეჟიმთან რომ უნდათ საქართველომ ითანამშრომლოს, ამას რომ უქებს ვიქტორ ორბანი [უნგრეთის პრემიერი] და ეს რომ უხარია ღარიბაშვილს და სხვებს, ეს ქართველი ხალხის  თავისუფლების მოყვარე ღირსების შელახვა...

ქართული ოცნება ანადგურებს შესაძლებლობას საქართველო გახდეს ყველაზე ძლიერი და ყველაზე მშვიდობიანი ქრისტიანული ალიანსის წევრი, რომელიც არის ევროკავშირი.

განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა