logo
ENG


სამადაშვილი რუსეთთან ფრენებზე: პირდაპირი საფრთხეა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ
  • 253ნახვები

რუსეთთან ფრენების აღდგენა, ეს არის სწორედ პირდაპირი საფრთხე იმის, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. დადგება დარტყმის ქვეშ იმიტომ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით და ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე, რომ თქვენი [ქართული ოცნების] დამსახურებით, ქვეყანამ არამხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი, არამედ ასევე, აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. და ჩვენ გვირჩევნია, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს. დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ.

განაცხადა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდებაპუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.



ასევე ნახეთ
close დახურვა