logo
ENG


ლაიენი: ევროპა ერთიანია და უკრაინის გვერდით დგას, ეს ჩვენი ვალდებულებაა
  • 587ნახვები

ევროპა ერთიანია და უკრაინის გვერდით დგას. ეს ჩვენი ვალდებულებაა. უკრაინელი ხალხი სამართლიანად ითხოვს პასუხისმგებლობის დაყენებას რუსეთის დანაშაულებზე. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ამიტომ, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის მშვიდობის ფორმულას. უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის მათი მშვიდობისკენ მიმავალი გზის საფუძველი და ამიტომ, მოვუწოდებ ამ სამიტს, რეალურად გადავდგათ ნაბიჯები ამისკენ.

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა