logo
ENG


პაველი: როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო
პეტრ პაველი
17 მაი, 2023 18:05
პაველი: როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო
  • 494ნახვები

გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ უაზრო ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩეხეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც გაასამართლებს დამნაშავეებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის. ეს არ არის რეესტრი, არის საკვანძო ელემენტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეესტრი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა და სხვა პარტნიორებიც, რომლებიც აღმოჩნდნენ რუსული ზეწოლისა და დაშინების პირისპირ. მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერა. მათ შორის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა