logo
ENG


კოფი: მთავრობამ თქვა, რომ მხარს უჭერენ NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ ვერ ვხედავთ ენთუზიაზმს
ლუკ კოფი
17 მაი, 2023 22:43
კოფი: მთავრობამ თქვა, რომ მხარს უჭერენ NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ ვერ ვხედავთ ენთუზიაზმს
  • 750ნახვები

ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამ გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ ყოფილა - მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღწევას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია.

ამბობს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ამერიკის ხმასთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა