logo
ENG


დეგნანი: პუტინი ნაბიჯების სანაცვლოდ საფასურს ითხოვს - რისი გადახდა მოუწევს საქართველოს?
კელი დეგნანი
18 მაი, 2023 12:02
დეგნანი: პუტინი ნაბიჯების სანაცვლოდ საფასურს ითხოვს - რისი გადახდა მოუწევს საქართველოს?
  • 732ნახვები

ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რომელსაც ვხედავთ, რომ არის რუსეთის მხრიდან. ეს მცდელობაა, რომ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსთან და ჩნდება კითხვა, რატომ ახლა, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს, თუ შეთავაზებებს, რა არის ამის საფასური? რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, ან თუნდაც რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს და რა იქნება საქართველოსგან გადასახდელი?

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.



ასევე ნახეთ
close დახურვა