logo
ENG


კობახიძე: ჩვენი პრინციპია მარტივი - არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში
  • 575ნახვები

[იუსტიციის უმაღლეს საბჭოში] კანდიდატები უნდა აირჩნენ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ეს არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და ჩვენ თითქმის ერთი წელიწადია გთავაზობდით კონსულტაციებს სწორედ ამ კრიტერიუმების გარშემო. ამის სანაცვლოდ ვიღებდით მიდგომას, რომ უნდა იყვნენ არჩეული ის კანდიდატები, რომლებიც არის ვიღაცისთვის მისაღები. კონსულტაციები უნდა გამართულიყო კომპეტენციის საკითხის გარშემო, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის გარშემო, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა.

კარგია, რომ გაიხსენეთ სახალხო დამცველის არჩევა. აქაც რა მოხდა? არავითარი კონსულტაციები და კრიტერიუმები, თქვენ დააყენეთ ულტიმატუმი თავიდან სამი კანდიდატი, მერე ორი კანდიდატი და სამ კანდიდატთან დაკავშირებით ითხოვდით მაინც და მაინც ამ სამი კანდიდატის მხარდაჭერას მაშინ,როდესაც გვარების დასახელების გარეშე შეგახსენებთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები - აქედან მინიმუმ ორი პირდაპირ იყო ჩართული ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში უმძიმესი ფორმებით და ერთ-ერთი კანდიდატი საერთოდ იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მოსვლა. თქვენი განცხადებით, ესენი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები. ანუ ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანიაში ჩართული კანდიდატები თქვენთვის იყვნენ მისაღები და არაკომპეტენტური კანდიდატი იყო თქვენთვის მისაღები. ეს არის თქვენი დამოკიდებულება.

მე კიდევ მინდა გკითხოთ, რა დაუწუნეთ ლევან იოსელიანს? კომპეტენცია, კეთილსინდისიერება თუ რა? ბუნებრივია, არაფერი დაგიწუნებიათ, გარდა ერთი რამისა, ის არ იყო მართული თქვენი მხრიდან და ეს დაუწუნეთ სახალხო დამცველს, რომელიც იმის შემდეგ, რაც გახდა დაწუნების ობიექტი, გამოიყვანეთ თქვენი ენჯეოები და პირდაპირ შეაფასებინეთ მათ მისი არჩევა სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ესაა თქვენი მიდგომა, როცა ხინჯი არ აქვს კანდიდატს, მაშინაც არ უჭერთ მხარს იმიტომ, რომ ეს კანდიდატი უნდა იყოს მაინც და მაინც თქვენთან მიკუთვნებული...

და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როცა საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება, ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად როცა ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად, ჩვენი პრინციპია მარტივი: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა