logo
ENG


ღარიბაშვილი ფრენებზე: შესაბამისობაშია ეროვნულ პოლიტიკასთან, ემსახურება ქვეყნის ინტერესებს
  • 530ნახვები

ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, და ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ინტერესების დაცვა. საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში - ამით ყველაფერი ნათქვამია. მქონდა ევროპელ ლიდერებთან ისლანდიაში შეხვედრები და მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი და უცხო არაფერია. ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი. ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა-ეკონომიკა იყოს - მარტივად უნდა ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი... ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც.

 

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა