მელია: საქართველოს ღიად პრორუსული მთავრობა მართავს, ამას შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული
დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!
რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი....
რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!
საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!
სოციალურ ქსელში წერს ენმ-ის წევრი ნიკა მელია.
დღეს რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.