logo
ENG


ზურაბიშვილი: მინდა, მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს
  • 650ნახვები

მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს, ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან, გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან იმით, რომ ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, თავისი დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდებათ მათ, არავისგან და პირველ რიგში, არა იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი, არა დღეს, გუშინ, გუშინწინ.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. გუშინ, რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა