logo
ENG


წითლიძე: თუ ლავროვის ოჯახი მართლა წავიდა ქვეყნიდან, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა
ანა წითლიძე
20 მაი, 2023 19:07
წითლიძე: თუ ლავროვის ოჯახი მართლა წავიდა ქვეყნიდან, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა
  • 646ნახვები

თუ ლავროვის ოჯახი მართლა წავიდა ქვეყნიდან და მოუწიათ და ეს ქორწილიც ჩაიშალა, ეს არის ძალიან კარგი და იმ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა, ვინც ამისთვის ვიბრძოლეთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის საფრთხეში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა საბოტაჟი შეიძლება მოაწყოს რუსულმა ოცნებამ ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას აქვს დაკარგული ნდობა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ ლავროვის ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა