logo
ENG


კობახიძე: არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო
  • 948ნახვები

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც. ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან, ეს ერთი.

მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ ჩვენ სანქცირება, პერსონალური სანქცირება ვინმესი, ამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ზოგადად, ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება უხეშად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის ძალიან რბილი შეფასება.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.



ასევე ნახეთ
close დახურვა