logo
ENG


ბოჭორიშვილი: არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით
  • 888ნახვები

ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყეს, მორიგი, სოციალურ ქსელებში - არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. ვისაც აწუხებს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს, რატომ სწყინთ, არ ვიცი.

ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის, მე მგონი, გაფორმებული, ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს, ალბათ, საზოგადოებას და ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იმედის ეთერში - ასე გამოეხმაურა ის ფაქტს, რომ გასულ წელთან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით გაფორმებული აღარ არის.



ასევე ნახეთ
close დახურვა