logo
ENG


ზურაბიშვილი: არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე - პრეზიდენტს
  • 932ნახვები

არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული.

ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ანუ კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროს და ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან, და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საკითხი, მაგრამ არ იქნა, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი პატარა კერძო ამბიციები.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს და აქვე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტოკოლი კვლავ დაარღვია.



ასევე ნახეთ
close დახურვა